რატომ უნდა გავაკეთოთ საკადასტრო ნახაზი?

 საკადასტრო ნახაზი - არის მიწის საზღვრების და ზედ არსებული შენობა - ნაგებობების მონიშვნა.

საკადასტრო ნახაზი ბარდება რეესტრში და რეგისტრირდება მესაკუთრის სახელზე.

საკადასტრო ნახაზი იზომება როგორც ლაზერული საზომით ასევე GPS- ით.

საკადასტრო ნახაზის მიახლოებითი მაქსიმალური სიზუსტე მნიშვნელოვანია როდესაც ხდება შენობა – ნაგებობის რეკონსტრუქცია დაშენება. 

არქიტექტორული ნახაზის შედგენისას არქიტექტორი პირველ რიგში უყურებს საკადასტრო ნახაზს.

ამიტომ თუ გადაწყვეტილი გაქვთ დაშენება-რეკონსტრუქცია აუცილებლად არქიტექტორს გადაამოწმებინეთ საკადასტრო ნახაზის სიზუსტე რათა თავიდან ავიცილოთ არქიტექტორული პროექტში შემდგომში ნახაზის გამო დაშვებული შეცდომების შესწორებისგან.

უმჯობესია ნახაზი გააკეთებინოთ უახლესი თანამედროვე ტექნიკით,რათა დავიდან იქნეს აშორებული უზუსტობები.